უკრაინული მედიის ცნობით, ალექსეი არესტოვიჩი მონაკოში შენიშნეს
უკრაინული მედიის ცნობით, ალექსეი არესტოვიჩი მონაკოში შენიშნეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მონაკოში შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

მედიასაშუალება ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, სადაც არესტოვიჩი, სავარაუდოდ, კაზინო მონტე-კარლოს მახლობლად, ქუჩაში იმყოფება. როგორც კადრებში ჩანს, არესტოვიჩი შეამჩნევს, რომ მას უღებენ და მისალმების ნიშნად ჟესტით V ანუ გამარჯვების ნიშანს აჩვენებს. შემდეგ კი აღნიშნავს, რომ გადაღებისთვის სისხლის სამართლის დევნაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინულ საგამოძიებო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ არესტოვიჩმა ქვეყანა დატოვა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წერილის საშუალებით და ნიუ იორკში იმყოფებოდა.