გურამ მაჭარაშვილი - არესტოვიჩმა, პრაქტიკულად, „ხალხის ძალის“ განცხადებები წაიკითხა, სადაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს ფრონტი სურდათ, როგორც ჩანს, გონება გაუნათდა
გურამ მაჭარაშვილი - არესტოვიჩმა, პრაქტიკულად, „ხალხის ძალის“ განცხადებები წაიკითხა, სადაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს ფრონტი სურდათ, როგორც ჩანს, გონება გაუნათდა

არესტოვიჩმა, პრაქტიკულად, „ხალხის ძალის“ განცხადებები წაიკითხა, სადაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს ფრონტი სურდათ და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თურმე უკრაინაშიც. როგორც ჩანს, ახლა გაუნათდა გონება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ყოფილ მაღალჩინოსნებს უკრაინაში კიდევ მიემატებიან სხვები, რომლებიც დაინახავენ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა უცხოურმა ძალებმა“.

„პრაქტიკულად, არესტოვიჩმა „ხალხის ძალის“ განცხადებები წაიკითხა, სადაც ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, უცხოურ ძალებს ფრონტი სურდათ და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თურმე უკრაინაშიც. ეს ყველაფერი არესტოვიჩმა დაადასტურა და თქვა, რომ 300 ათასი უკრაინელია დაღუპული, ტერიტორიებია მიტაცებული, გაურკვეველია მომავალი და თურმე ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რომელიღაც ქვეყანას უკრაინის ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარება სურდა. ეს არის არესტოვიჩის განცხადება, რომელიც თავის დროზე მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებდა და, როგორც ჩანს, ახლა გონება გაუნათდა. რამდენიმე დღის წინ არახამიას ინტერვიუ იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სტამბოლის შეთანხმება იყო რეალური და კარგი იქნებოდა უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღე გავა და ამ ყოფილ მაღალჩინოსნებს უკრაინაში კიდევ მიემატებიან სხვები, რომლებიც დაინახავენ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა უცხოურმა ძალებმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებითა და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს. ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს“.

ამასთან, უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ ზელენსკის რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა ბორის ჯონსონმა ურჩია, რომელიც კიევში რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა. „როცა სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ჩამოვიდა ბორის ჯონსონი და თქვა, რომ ჩვენ მათთან საერთოდ არაფერს მოვაწერთ ხელს და მოდით, უბრალოდ, ვიომოთ“, – აღნიშნა არახამიამ.