უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ოთხი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ოთხი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ჯარების ოთხი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კიევის რეგიონის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე მტრის „სუ-35“, „სუ-34“ და „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავების ჯგუფი ცდილობდა სარაკეტო დარტყმა მიეყენებინა უკრაინელი სამხედროების თავდაცვით უბნებზე. უკრაინელმა სამხედროებმა საჰაერო სამიზნეებს საზენიტო რაკეტები ესროლეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულებელყოფით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. კიევში აცხადებენ, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ისევ გრძელდება „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების გაშვება.