რუსული მზვერავი თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად, ბრიტანეთმა „ტაიფუნის“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა
რუსული მზვერავი თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად, ბრიტანეთმა „ტაიფუნის“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა

რუსული მზვერავი „ტუ-142“-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად, ბრიტანეთმა „ტაიფუნის“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა.

ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში არ შესულან, თუმცა ბრიტანეთის ინტერესების ზონას მიუახლოვდნენ.

ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ რუსული თვითმფრინავების გაცილება სტანდარტული მოქმედებით, ნატო-ს მოკავშირეებთან შეთანხმებით ხორციელდება.

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმა რუსულმა წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო მზვერავმა თვითმფრინავმა ბარენცის, ნორვეგიის, ჩრდილოეთის ზღვების, ატლანტის ოკეანის ნეიტრალურ წყლებს გადაუფრინა და მისია საერთაშორისო წესების შესაბამისად შესრულდა.