ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაური დღეს მოსკოვში ჩავა
ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაური დღეს მოსკოვში ჩავა

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაური დღეს მოსკოვში ჩავა.

გენერალ-მაიორი ამიკამ ნორკინი წარადგენს ანგარიშს, რომელიც სირიაში ჩამოგდებულ რუსულ ილ-20-ს ეხება. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის არმიის Twitter-ის გვერდზეა გამოქვეყნებული.

ნორკინი რუსეთში ისრაელის არმიის მიერ მომზადებულ ანგარიშს წარადგენს, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები. ამას გარდა, ისრაელელი სამხედრო მაღალჩინოსანი ყურადღებას ირანის მიერ სირიაში იარაღის შეტანის მცდელობებზე გაამახვილებს.

რუსული ილ-20 სირიაში 18 სექტემბერს ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. ისრაელმა ეკიპაჟის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა სირიას, ირანსა და რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ეკისრება.