სირიაში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ლატაკიის პორტზე ავიაიერიში მიიტანეს
სირიაში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ლატაკიის პორტზე ავიაიერიში მიიტანეს

სირიაში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ლატაკიის პორტზე ავიაიერიში მიიტანეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის თქმით, ავიაიერიშების შედეგად დაზიანებულია კონტეინერების განთავსების არეალი. ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელის მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ლატაკიის პორტი რუსეთის „ხმეიმიმის“ სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობს.

მედიის თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები ხშირად ახორციელებენ საჰაერო თავდასხმებს სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების, მათ შორის ლიბანის „ჰეზბოლას“ ობიექტებზე.

ლატაკიის პორტი სირიისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ობიექტს წარმოადგენს, რომლითაც ქვეყანაში საკვები და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქცია შედის.