უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ
უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ

უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

არსებული ინფორმაციით, კიევში, საქართველოს საელჩოსთან მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს საელჩოზეც გავრცელდა.