უკრაინაში, ქალაქ ლუცკში სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტობუსზე შტურმი განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამტაცებელი დააკავეს, მძევლები კი ავტობუსიდან გამოიყვანეს.
ადგილობრივი დროით 09:25 საათზე ქალაქ ლუცკში, მოქალაქე მაქსიმ კრივოშმა ავტობუსი გაიტაცა, პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მძევლები ჰყავდა აყვანილი. მძევლებს შორის ბავშვები და ორსულებიც იყვნენ.