უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 14 580 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 210 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში გამოვლენილია დაინფიცირების 612 665 შემთხვევა, მათ შორის 10 813 ლეტალური. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 7 989-ით გაიზარდა და 282 313-ს შეადგენს.