უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 14 580 შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 14 580 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 14 580 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 210 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში გამოვლენილია დაინფიცირების 612 665 შემთხვევა, მათ შორის 10 813 ლეტალური. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 7 989-ით გაიზარდა და 282 313-ს შეადგენს.