უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 201 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 9 721 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 440 188 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 8 125 პაციენტი გარდაიცვალა.