უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 201 პაციენტი გარდაიცვალა

19:00, 06.11.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 201 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 9 721 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 440 188 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 8 125 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი