უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 585 ადამიანი დაინფიცირდა, 276 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 585 ადამიანი დაინფიცირდა, 276 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 14 554 ინფიცირებული განიკურნა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 845 343 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 451 118 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 204 პაციენტი კი გარდაიცვალა.