უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 585 ადამიანი დაინფიცირდა, 276 პაციენტი კი გარდაიცვალა

10:37, 09.12.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 585 ადამიანი დაინფიცირდა, 276 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 14 554 ინფიცირებული განიკურნა.

შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 845 343 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 451 118 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 204 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი