უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.
როგორც უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით წერს, კორონავირუსისგან 15 372 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა უკრაინაში 384 426-ს შეადგენს.
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 496 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 243 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 745 ბავშვი და 614 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 772 760 შემთხვევაა დადასტურებული, 12 960 კი გარდაიცვალა.