უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

11:26, 03.12.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

როგორც უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით წერს, კორონავირუსისგან 15 372 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა უკრაინაში 384 426-ს შეადგენს.

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 496 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 243 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 745 ბავშვი და 614 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 772 760 შემთხვევაა დადასტურებული, 12 960 კი გარდაიცვალა.

მსგავსი