უკრაინამ მსოფლიო თასის პირველი ეტაპისთვის შემადგენლობა დაასახელა | ბიატლონი
მსოფლიო თასის პირველი ეტაპისთვის ბიატლონში უკრაინის ქალთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია, იტყობინება Biathlonnews.com.ua.
2019-2020 წლის სეზონის სასტარტო რბოლები შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში გაიმართება.
უკრაინის ნაკრების შემადგენლობა: იულია ჯიმა, ვიტა სემერენკო, ვალია სემერენკო, დარია ბლაშკო და ნადეჟდა ბელკინა. მსოფლიო თასის პირველი ეტაპი შვედეთში 30 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.