უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთს საარჩევნო პროცესში ჩარევაში ადანაშაულებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ვიქტორ კონონენკო აცხადებს, რომ გარკვეულ კანდიდატთა გამარჯვების უზრუნველყოფის მიზნით, რუსეთი უკანონო სტრუქტურების შექმნას ცდილობს.
კიევში ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეების ჯგუფმა და მისმა უკრაინელმა მხარდამჭერებმა ქრთამი გამოიყენეს ადამიანების ქსელის შესაქმნელად, რომლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ გარკვეულ კანდიდატებს და საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ. კონონენკოს არ დაუკონკრეტებია, რომელი კანდიდატი მიიღებს ამ სქემით სარგებელს.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები მარტში ჩატარდება. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ პირველ ადგილზე კომიკოსი მსახიობი ვოლოდიმირ ზელენსკია, მეორეზე მოქმედი პრეზიდენტი – პეტრო პოროშენკო, მესამეზე კი ოპოზიციონერი ლიდერი – იულია ტიმოშენკო.