ვლადიმირ ზელენსკიმ და პეტრო პოროშენკომ სისხლის ანალიზი ჩააბარეს
ვლადიმირ ზელენსკიმ და პეტრო პოროშენკომ სისხლის ანალიზი ჩააბარეს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და პეტრო პოროშენკომ სისხლის ანალიზი ჩააბარეს.

ამ ტესტით უნდა დადგინდეს, არიან თუ არა, პრეზიდენტობის კანდიდატები ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები. სისხლის ანალიზის ჩაბარების იდეა ზელენსკის ეკუთვნის.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სისხლის ანალიზი კიევის ოლიმპიური სტადიონის სამედიცინო პუნქტში გაიკეთა. ეს სწორედ ის სტადიონია, სადაც კანდიდატების დებატები უნდა გაიმართოს.

პოროშენკომ ზელენსკის სისხლის ანალიზის ჩაბარება სტადიონის სამედიცინო პუნქტში შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ენდობოდა ლაბორატორიას და ტესტი სხვაგან გაიკეთა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მიიღო. მეორე ადგილზეა პეტრო პოროშენკო – 15,94%-ით. უკრაინის პრეზიდენტი 21 აპრილს, მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება.