უკრაინაში საარჩევნო პლაკატებზე პოროშენკოს კონკურენტად პუტინია გამოყვანილი
უკრაინაში საარჩევნო პლაკატებზე პოროშენკოს კონკურენტად პუტინია გამოყვანილი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უკრაინის ქალაქებში გამოჩნდა პოსტერები, რომელზეც უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კონკურენტად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია გამოყვანილი. პოროშენკოსა და პუტინის ფოტოს ქვეშ არის წარწერა: „21 აპრილი გადამწყვეტი არჩევანი“. ბილბორდების ფოტოები სოციალურ ქსელებით გავრცელდა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების თანახმად, ლიდერობა შოუმენსა და მსახიობ ვლადიმირ ზელენსკის ერგო. მეორე ადგილზე გავიდა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

დატოვე კომენტარი