ანგელა მერკელმა პეტრო პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა მიულოცა
ანგელა მერკელმა პეტრო პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა მიულოცა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პეტრო პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა მიულოცა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, პეტრო პოროშენკოსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით შედგა.

ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პეტრო პოროშენკომ და ანგელა მერკელმა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში მომდევნო ნაბიჯებზე, მინსკის შეთანხმებებზე, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებულ უკრაინელებზე, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში გაერო-ს სამშვიდობო მისიის განთავსებაზე ისაუბრეს.