მაიკ პომპეო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს ტელეფონით ესაუბრა
მაიკ პომპეო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

„მაიკ პომპეო დღეს ღამით ორივე კანდიდატს ესაუბრა და აშშ-ის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ი მზად არის, იმუშავოს იმ კანდიდატთან, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს, რათა უკრაინა უსაფრთხო, დემოკრატიული და თავისუფალი იყოს”, – წერს ვოლკერი „ტვიტერის” გვერდზე.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს იმართება. პრეზიდენტობისთვის პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ ზელენსკი იბრძვიან.