ბიულეტენების 47.28 პროცენტის დათვლის შემდეგ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს
ბიულეტენების 47.28 პროცენტის დათვლის შემდეგ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 47.28 პროცენტის დათვლის შემდეგ კვლავ შოუმენი, ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზელენსკის ხმათა 30.19 პროცენტი აქვს. ისევ მეორე ადგილზეა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო 16.68 პროცენტით, მესამე ადგილს კი ოპოზიციური პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო იკავებს 13.06 პროცენტით.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის ექვსი მილიონ 728 ათას 298 ხმაა დათვლილი. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში 11 მილიონ ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

დატოვე კომენტარი