უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის 47,87%-ია

16:41, 21.04.2019

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 47,87%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც ცესკო-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ეს მონაცემები პირველ ტურში ამავე პერიოდში არსებულ მაჩვენებელზე მეტია.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყრიან კენჭს.

მსგავსი