უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში და ბაისუბანში. დატბორილია სახლების პირველი სართულები და დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო სეტყვაც, თუმცა ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.