უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო კალიფორნიასა და ნევადაში კურორტების ნაწილი დაიკეტა, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
კალიფორნიისა და ნევადის შტატებში ძლიერმა ქარბუქმა პრობლემები შექმნა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, დაიკეტა ზამთრის კურორტების ნაწილი, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ნევადის მაღალმთიან რაიონებში, სადაც ძლიერმა ქარის გამო მოქალაქეებს ურჩიეს, სახლებიდან გასვლას მოერიდონ.
სტიქიის გამო ნევადაში – 33 ათასს, ხოლო კალიფორნიაში 24 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.