უბედური შემთხვევის შედეგად სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა
უბედური შემთხვევის შედეგად სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა.

ადგილობრივების თქმით, მოზარდი უმცროს ძმასთან და იმავე სოფლის მკვიდრ თანატოლთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე ავიდა და დენმა დაარტყა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

როგორც სოფელში ამბობენ, მოზარდი სპორტსმენი იყო და ბოძზე სავარჯიშოდ ავიდა.