უამინდობის გამო, თბილისის აეროპორტში „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავი ვერ დაჯდა
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „თურქიშ ეარლაინსის“ კუთვნილი თვითმფრინავი ვერ დაჯდა.
როგორც პირველ არხს აეროპორტის პრესსმსახურში განუცხადეს, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა.
სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება.