უამინდობის გამო, თბილისის აეროპორტში „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავი ვერ დაჯდა

23:19, 18.08.2018

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „თურქიშ ეარლაინსის“ კუთვნილი თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

როგორც პირველ არხს აეროპორტის პრესსმსახურში განუცხადეს, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა.

სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება.

მსგავსი