მილანის მალპენსას აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო ან გადამისამართდა

09:18, 27.08.2024

მილანის მალპენსას აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო ან გადამისამართდა. ამის შესახებ აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა.

ძლიერი წვიმის გამო აეროპორტმა 27 რეისი ვერ მიიღო და ისინი ახლომდებარე ქალაქების აეროპორტებში გადამისამართდა, მათ შორის ბერგამოში, ტურინში, ბოლონიასა და ვენეციაში.

26 აგვისტოს ერთი საათის განმავლობაში მალპენსას ტერიტორიაზე 60 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა. წყალი აეროპორტის დარბაზშიც ჩავიდა.

მალპენსას აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად გამოიდარა და აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მსგავსი