ტყის მასივში ძლიერი ხანძრის გამო, კატალონიაში ასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო
ესპანეთში, ტყის მასივში ძლიერი ხანძრის გამო, კატალონიაში ასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ცეცხლის მიზეზით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შუა საუკუნეების ქალაქ ტოლედოსთან ახლოს არსებული დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.
სახანძრო სამსახურის ასობით თანამშრომელი ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.
სტიქიის ლიკვიდაციას ხელს მაღალი ტემპერატურაც უშლის. ბოლოო რამდენიმე დღეა, ევროპაში რეკორდული სიცხეები ფიქსირდება, მათ შორის ესპანეთში. 28 ივნისს ესპანეთის გარკვეულ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუს ცელსიუსამდე იყო.