ვალენსიაში რეგიონის ლიდერის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
People hold up signs during a demonstration to demand the resignation of Valencia Regional President Carlos Mazon in Valencia on November 9, 2024. The European nation's worst floods in a generation have killed at least 220 people, left dozens missing and submerged entire towns in mud, particularly in the eastern Valencia region. (Photo by CESAR MANSO / AFP)
ვალენსიაში რეგიონის ლიდერის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ათობით მომიტინგე ვალენსიის ცენტრში შეიკრიბა. მომიტინგეები სკანდირებდნენ: „არ დაივიწყო და არ აპატიო“, „შენ ჭამდი, როცა სხვები კვდებოდნენ“.
კარლოს მაზონმა გადადგომაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის და პატიებას ითხოვს. ამასთან, მაზონის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
კარლოს მაზონის თქმით, ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია წყლის ნაკადების გაზომვაზე, საკმარისი გაფრთხილება არ გაუგზავნა მოსახლეობას. მაზონმა პირობა დადო, რომ ამასთან დაკავშირებით საჯარო გამოძიებას ჩაატარებენ.
ცნობისთვის, სტიქიის შედეგად ვალენსიაში, მიმდებარე ქალაქებსა და სოფლებში დაახლოებით 227 ადამიანი დაუღუპა. მათგან 190 ესპანელი იყო, ხოლო 26 – 11 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა თითქმის ნახევარი 70 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები იყვნენ. სამაშველო სამსახურების თანამშრომლები 16 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.