ტყიბულში, სამსახურში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, ერთ-ერთმა მეშახტემ ვენები გადაიჭრა
ტყიბულში ერთ-ერთმა მეშახტემ ვენები გადაიჭრა. შემთხვევა მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში მოხდა.
ფაქტი საქართველოს პირველ არხს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, მეშახტესა და მის უფროსს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მეშახტემ ვენები გადაიჭრა.
„ჩემი ინფორმაციით, დასაქმებულისთვის პოზიციის შეცვლა ხდებოდა და ადმინისტრაციას, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის მიწისქვეშა სამუშაოებიდან გადაჰყავდა მიწისზემოთ სამუშაოზე“, -განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.
მეშახტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.