ტყიბულში მეშახტეები „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს ხვდებიან.
მეშახტეები მოითხოვენ, რომ დატოვოს თანამდებობა „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა. ამასთან, მის ადგილზე დროებით მმართველად მეშახტეებისთვის სასურველი კანდიდატი დაინიშნოს.
მეშახტეების განცხადებით, ჯაყელის მიერ პოსტის დატოვების შემთხვევაში, ტყიბულში დღეს აქცია მაინც გაიმართება. მათი მოთხოვნა პრემიერთან შეხვედრა და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიღებაა, რომელიც იქნება იმის გარანტი, რომ გამოძიების დასრულებამდე მეშახტეები კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ.