ტყიბულში, კერძო შახტში 55 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება [ვიდეო]
ტყიბულში, ერთ-ერთ კერძო შახტში 55 წლის მამაკაცის ძებნა გრძელდება. ოპერაციაში ქუთაისისა და ტყიბულის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული. ადგილზე ჩავიდა რეაგირების ჯგუფიც.
მაშველებს კომპანია „საქნახშირის“ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მეშახტეებიც ეხმარებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.
როგორც კომპანია „საქნახშირში“ აცხადებენ, კარიერი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, „საქნახშირს“ არ ეკუთვნის, კერძო მფლობელობაშია და იქ ქვანახშირი ღია კარიერული წესით მიმდინარეობს.
დღეს კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ამსახველ ვიდეომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.