ტყიბულის მაღაროში დაშავებული რვა პირი თბილისში გადმოიყვანეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა
ტყიბულის მაღაროში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.
ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, მას სხეულის ზედა ნაწილისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება.
სხეულის დამწვრობა აღენიშნება კიდევ ოთხ პაციენტს. მათ კლინიკაში დამატებითი კვლევები უტარდებათ.
ტყიბულის მაღაროში შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.