ხანძარია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში. ცეცხლი დაახლოებით ოთხ ჰექტარ ფართობზე ჩაის გამხმარ ბუჩქებსა და გვიმრებს უკიდია. ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ორი ჯგუფი მუშაობს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძის ინფორმაციით, ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.