თუშეთში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა
თუშეთში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.