ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზების მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზების მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზების მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, პრობლემური მონაკვეთების აღდგენას საგზაო დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

მისი თქმით, ამინდისა და მდინარე ალაზანში წყლის დონის დაწევამ საშუალება მისცა შესაბამის უწყებას, დაეწყო თუშეთის გზის აღდგენითი სამუშაოები.

„ომალოდან და ფშაველიდან, ორივე მხრიდან მოხდა ადგილზე ტექნიკის მობილიზება. ხევებიდან გამოვარდნილი წყლის დიდი ნაკადის შედეგად დაზიანებული გზა რამდენიმე მონაკვეთზე უკვე აღადგინეს. ყველაზე დიდი სამუშაოები ჩასატარებელია 56-დან 57-ე კილომეტრებს შორის, სადაც გზა მთლიანად წყალმა დაფარა“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები მასშტაბურია და აღნიშნა, რომ ჯერ უცნობია, როდის გაიხსნება თუშეთისკენ მიმავალი გზა.

 

დატოვე კომენტარი