თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა.

„თოვისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო აღნიშნული გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.