აშშ-ში უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, 2 000-მდე ავიარეისი გაუქმდა, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
აშშ-ში უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, 2 000-მდე ავიარეისი გაუქმდა, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აშშ-ში უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა და ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ბიბისის“ ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აიოვას შტატში, სადაც უხვი ნალექის გამო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩაიშალა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარბუქს მოჰყვება ცივი ციკლონი, რაც რიგ ადგილებში ტემპერატურის -45 გრადუსამდე დაცემას გამოიწვევს.

უამინდობის გამო გაუქმდა 2 000-მდე ავიარეისი. მათი უმრავლესობა ჩიკაგოს აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო. მიჩიგანისა და ვისკონსინის შტატში კი 200 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ყინვა უქმე დღეებში მოსალოდნელია ტეხასის, ოკლაჰომას, ტენესისა და მისისიპის შტატებშიც.