თურქული მედიის ცნობით, ქაბულში მესამე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. აფეთქების ადგილი და სხვა დეტალები არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში თვითმკვლელების მიერ თავდასხმის შედეგად მედიის ცნობით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ თავდასხმა დიდი ალბათობით ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედი ფრთის წევრებმა მოაწყვეს.