ავღანეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი
ავღანეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშვებულია 40-ზე მეტი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროების სიახლოვეს მოხდა, სადაც ჩინეთის დელეგაციას ელოდნენ.

თვითმხილველთა განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.