თურქული მედია - ტრაბზონში ISIS-თან კავშირში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს
ტრაბზონში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს.
თურქული სააგენტო „მილიეტის“ ინფორმაციით, ტრაბზონის პროვინციის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა სპეცოპერაციის ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას, დაკავებული ცოლ-ქმარის სახლში საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტები აღმოაჩინა.
გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.