იტალიის სახელმწიფო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

10:45, 10.02.2021

იტალიის სახელმწიფო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერს დანაშაულებრივი დაჯგუფების გამოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. შსს-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის სახელმწიფო პოლიცია ავრცელებს.

„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მუშაობისა და საქართველოს მეკავშირე ოფიცრის ჩართულობის წყალობით, შესაძლებელი გახდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება“, – ნათქვამია იტალიის სახელმწიფო პოლიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიაში დანაშაულებრივი ჯგუფების წევრები – საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

მსგავსი