თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორი შინა პატიმრობაში გადაიყვანეს
ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელსაც თურქეთში ტერორიზმში ადანაშაულებენ, ციხიდან შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
ენდრიუ ბრანსონი ამერიკელი პასტორია, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. ის გასული წლის ოქტომბერში თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში, ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის მიზეზით დააკავა. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს რამდენჯერმე შესთავაზა ბრანსონის ფეთჰულა გიულენში გაცვლა . აშშ-ის ადმინისტრაცია ერდოღანის მთავრობას პასტორის გათავისულებისკენ მოუწოდებს.