ადვოკატმა დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
ადვოკატმა დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დაარღვია ბრანსონის თავისუფლების უფლება და ითხოვს პასტორის შინაპატიმრობიდან გათავისუფლებას.
ანკარა ბრანსონს ქურთ მებრძოლებთან და აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.
ბრანსონი 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს და მას 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამერიკელი პასტორის დაკავება თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების მიზეზი გახდა.