თურქეთის სასამართლომ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე საჩივარი კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა
თურქეთის სასამართლომ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე საჩივარი კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა

თურქეთის ქალაქ იზმირის სასამართლომ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე საჩივარი კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა.

ინფორმაციას თურქული ტელეკომპანია Haberturk-ი ავრცელებს.

ამერიკელ პასტორს მქადაგებელ, ფეთჰულა გიულენთან კავშირი ედება ბრალად და შინა პატიმრობა აქვს მისჯილი. თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობას სწორედ გიულენსა და მის ორგანიზაციას აბრალებს.

ადვოკატმა პასტორის გათავისუფლების შესახებ საჩივარი უკვე მესამედ წარადგინა. ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ პასტორის საქმე გახდა. პასტორის დაკავების გამო, აშშ-მა აგვისტოს დასაწყისში თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს სანქციები დაუწესა.