თურქეთში ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის საქმეზე სასამართლო მოსმენა იმართება
თურქეთში ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის საქმეზე სასამართლო მოსმენა იმართება

ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი თურქეთის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მის საქმეზე მოსმენა იმართება. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება მოსმენაზე მის გათავისუფლებას ელოდება. გამოცემა Washington Post-ისა და ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობა თურქეთის ხელისუფლებას ბრანსონისთვის გარკვეული ბრალდებების მოხსნისა და მისი გათავისუფლების თაობაზე შეუთანხმდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი უარყოფენ რაიმე გარიგებას, თუმცა პასტორის გათავისუფლებას ელოდებიან.

ენდრიუ ბრანსონი ქურთ მებრძოლებთან კავშირისა და ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერის ბრალდებით, 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს. მიმდინარე წლის ივლისში კი, შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. პასტორი ბრალდებას უარყოფს.