თურქეთში სატვირთო ავტომობილს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]
თურქეთში სატვირთო ავტომობილს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ქალაქ სამსუნში მოხდა.
თვითმხილველების ცნობით, გზაზე მიმავალ ავტომობილს ცეცხლი ძრავიდან გაუჩნდა და მანქანას სწრაფად მოედო.
მძღოლმა მანქანიდან გადასვლა დროულად მოახერხა. ის არ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების მანქანები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე წუთი მოანდომეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.